აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩევლები, განიხილავენ გზებს, რომ აქტიურად დაუპირისპირდნენ იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს ამბობენ დოლარის გამოყენებაზე, ამის შესახებ Bloomberg წერს.

ისინი განიხილავენ სანქციებს როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც ეძებენ გზებს ორმხრივი ვაჭრობის განსახორციელებლად სხვა ვალუტაში და არა დოლარში.

Bloomberg აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას, შიდა წარმოების სექტორის მხარდასაჭერად, ტრამპი განიხილავდა დოლარის შესუსტებას. მაგრამ ახლა Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტი დოლარის ინტერვენციის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

„[აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო] ბაიდენთან ერთად თქვენ დაკარგავთ დოლარს, როგორც სტანდარტს. ეს იქნება ყველაზე დიდი ომის დამარცხება, რომელიც ჩვენ ოდესმე წავაგეთ“, - განაცხადა ტრამპმა 25 აპრილს და აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა დოლარის რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა.

სააგენტო წერს, რომ უკრაინის დასახმარებლად შეერთებულ შტატებში დაბლოკილი რუსული აქტივების შესაძლო გამოყენების შესახებ ინიციატივის მიღებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც შიშობენ, რომ ეს ღონისძიება ძირს უთხრის აშშ დოლარის როლს გლობალურ ფინანსურ სისტემაში.

მარტში ტრამპმა განაცხადა, რომ „არ მისცემს ქვეყნებს დოლარზე უარის თქმის უფლებას“. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის თქმით, ამერიკის ეკონომიკა რეცესიას განიცდის.