ოლივერ ბლუმმა, რომელიც როგორც „ფოლკსვაგენ ჯგუფს“, ასევე „პორშეს“ ხელმძღვანელობს, გერმანული ავტოინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად „ქამრების შემოჭერის“ აუცილებლობაზე ისაუბრა.

„Süddeutsche Zeitung“-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გლობალურ ბაზარზე მრავალწლიანმა დომინირებამ მომხმარებელთა პრეფერენციებში ცვლილებებისადმი ყურადღების დაკარგვა გამოიწვია.

"ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისვენებდით. ჩვენი ბიზნეს მოდელი - ჩვენ ვქმნით და ვაწარმოებთ აქ მსოფლიოსთვის - მუშაობდა ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ძალიან გვიან მივხვდით, რომ სამყარო ძალიან სწრაფად და დინამიურად იცვლება", - თქვა ბლუმმა. 

მისი თქმით, შესაბამისად, Volkswagen-ს გლობალურ ბაზარზე გადარჩენისთვის მასშტაბური შემცირებების განხორციელება მოუწევს.

ვრცლად liga.net–ზე