ჩინურმა სმარტფონების მწარმოებელმა Xiaomi-მ თავისი პირველი ელექტრო მანქანა - SU7 წარადგინა და აპირებს, რომ მსოფლიოს ავტომობილების ხუთეულში მოხვდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

SU7 გაყიდვაში სავარაუდოდ რამდენიმე თვეში გამოვა.

„დაუღალავი მუშაობით, მომდევნო 15-დან 20 წელში მსოფლიოში ერთ-ერთი ვიქნებით ტოპ 5 ავტომწარმოებლიდან და მიზნად ვისახავთ ჩინეთის მთლიანი ავტო ინდუსტრიის გაძლიერებას“, - თქვა ლეი ჯუნმა.

მისი თქმით, მათ გეგმაშია საოცნებო მანქანის შექმნას, რომელიც შეიძლება პორშესა და ტესლას შევადაროთ.

SU7 ხელმისაწვდომი იქნება ორი ვერსიით. პირველს შეეძლება ერთი დამუხტვით 668 კმ-მდე მანძილის დაფარვა, მეორეს - 800 კმ-მდე. შედარებისთვის, Tesla-ს Model S-ს აქვს 650 კმ-მდე მანძილი.

ფასი ჯერ არ გამოცხადებულა. ლეიმ თქვა, რომ მანქანის ღირებულება ნამდვილად იქნება ცოტა მაღალი, მაგრამ მის ფასს გამართლებულად ჩათვლიან.

Xiaomi-ს ბრენდის მანქანებს აწარმოებს სახელმწიფო ავტომწარმოებელი BAIC Group-ის განყოფილება პეკინის ქარხანაში, რომლის წლიური წარმოების მოცულობა 200 ათასი მანქანაა.

Xiaomi, ჩინეთის სმარტფონების სიდიდით მეხუთე მწარმოებელია და ცდილობს თავისი ბიზნესის დივერსიფიკაციას ელექტრომობილის წარმოების დაწყებით, რადგან სმარტფონებზე მოთხოვნა სტაგნაციის ფაზაშია.

ჩინეთის ელექტრომობილების უკიდურესად ხალხმრავალ ბაზარზე, ყველაზე კონკურენტუნარიანი BYD-ია. Zheshang Securities-ის მესამე კვარტალის მონაცემებით, BYD-ს ბაზრის მესამედი უკავია, ხოლო Tesla-ს 9%.