ადგილობრივად წარმოებული ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე გავიდა 13.8 მლნ დოლარის ღირებულების 4 857 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წინა წლის იმავე პერიოდში კი 23.05 მლნ დოლარის 7 058 ტონა.

გასულ წელს 1 კგ-ის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე საშუალოდ 2.8 დოლარი იყო, წელს კი 3.2 დოლარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საექსპორტო ფასი საშუალოდ 14%-ით გაძვირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ადგილობრივად წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი მხოლოდ ერაყსა და აზერბაიჯანში განხორციელდა. აქედან, ექსპორტში უდიდესი წილი სწორედ ერაყზე მოდიოდა. კერძოდ:

  • ერაყი (წილი 68.2%) - 15.41 მლნ აშშ დოლარის 4 817 ტონა (1 კგ. საშუალოდ 3.2 დოლარი);
  • აზერბაიჯანი (31.8) - 7.63 მლნ აშშ დოლარის 2 241 ტონა (1 კგ. საშუალოდ 3.4 დოლარი).

Bpn.ge