თბილისი, საქართველო - 2 ოქტომბერი, 2025 - პირველად საქართველოში, გარე რეკლამის ბაზრის ლიდერმა კომპანია ALMA- ინოვაციური რეპორტინგის სისტემა დანერგა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ობიექტურად და რიცხვბზე დაყრდნობით შეაფასოს გარე რეკლამის ეფექტიანობა. სისტემაარა მხოლოდ  ტექნიკურ დეტალებსა და რაოდენობრივ მონაცემებს აღწერს, არამედ აანალიზებს აუდიტორიის ქცევას, დემოგრაფიულ მაჩვენებლებსა და რეკლამის რეალურ გავლენას. შესაბამიდან, რეპორტინგის სისტემა ღირებულ ცოდნას აძლევს როგორც მომხმარებლებს, ისე მთლიანად ინდუსტრიას, რომელიც სულ უფრომეტ ყურადღებას უთმობს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და სტრატეგიულ დაგეგმვას.

რეპორტინგის ინოვაციური სისტემა აერთიანებს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112-ისოფიციალურ მონაცემებს, ისე კვლევითი ორგანიზაცია IPM-ისა დაACT-ის მიერ შემუშავებულ ეფექტიანობის გაზომვის მეთოდებს და ანალიტიკურ ჩარჩოს, რაც უზრუნველყოფს ანგარიშის სიზუსტეს, სანდოობას და მაქსიმალურ გამჭვირვალობას.

სარეკლამო არხთან ფეხით მოსიარულეთა და მანქანით მოსიარულეთა რაოდენობა, ბონუს აუდიტორია (Bonus Audience) - რომლის ანალიტიკა IPM - ის მიერ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულ მოდელეფუძნება, რეკლამის მიღწევადობის პოტენციური რაოდენობა (Opportunity to See), ACT - ისკვლევაზე დაყრდნობით ანალიზი ადამიანების რამდენი პროცენტია მჩნევს რეალურად რეკლამას (OTS Adjustment Factor), რეკლამის ზემოქმედების სიღრმისეულ და რელევანტურ საზომი, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ „რიცხვების“, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა რუსთაველის ეროვნულ თეატრში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ALMA- ახალი რეპორტინგის სისტემა წარადგინა.

როგორც ALMA-ს დირექტორი გიორგი ტრაპაიძე აცხადებს, „შეგვიძლია თამამად აღვნიშნოთ, რომ საქართველოში გარერეკლამის ახალი ეპოქა დაიწყო. ALMA-30-წლიანმაგანვითარების გზა ბილბორდებიდან ახალ შესაძლებლობებამდე,შეგვძინა უნიკალურ გამოცდილება, რის საფუძველზეც სარეკლამო ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებ ვამკვიდრებთ. გარე რეკლამა საქართველოში პირველად ხდება ზუსტი, დათვლადი დაგაზომვადი. თუ წარსულში მთავარი კრიტერიუმი რეკლამის ლოკაციის პრესტიჟი, ხილვადობა და სარეკლამო კონსტრუქციების სხვა სუბიექტური მახასიათებლები იყო, დღეს ყურადღების ცენტრშია ზუსტი ანალიტიკა და ეფექტიანობის გაზომვა.
ინოვაციური რეპორტინგის სისტემა, რომელიც ALMA-მ დანერგა მნიშვნელოვანი გარდატეხა. სუბიექტური შეფასებებიდან გადავდივართ ობიექტურ, მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომაზე. სწორედ ამ ნაბიჯ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს არამხოლოდ ALMA- საქმიანობა, არამედ მთლიანად ქართულ გარერეკლამის ბაზარ“.

ALMA მთელი ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტ სარეკლამო არხს სთავაზობს მომხმარებელს გარე რეკლამის სფეროში. მათ შორისაა: ბილბორდები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ციფრული ეკრანები ყველაზე დატვირთულ ლოკაციებზე, მოსაცდელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე (მეტროსა და ავტობუსებზე) რეკლამა, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში რეკლამა, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი ხიდები და სხვა.

https://youtube.com/watch?v=bpgmmc2bEnM&si=rD1sHi8XoogGDSJ8

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით::

რუსუდან კბილაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი

ვისოლ ჯგუფი / ტელ: 995.599320412