ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანიის, Brand Finance-ის ყოველწლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოს GSPI (Global Soft Power Index) 2025 წელს გაუარესდა; ქვეყანა გასულ წელთან შედარებით 5 პოზიციით დაქვეითდა და 193 სახელმწიფოს შორის 59-ე ადგილი დაიკავა.

Brand Finance  კვლევა 170,000-ზე მეტი რესპონდენტის მოსაზრებას ეფუძნება  და 100-ზე მეტი ქვეყნის ბიზნეს-ეკონომიკურ გარემოს ასახავს.

რეიტინგი ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო რეპუტაციას, ასევე რბილი ძალის პოტენციალს, მათ შორის გავლენას, ცნობადობას და ბიზნესს მიმზიდველობას.

2025 წლის კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რუსეთის ბაზრის ანალიზია,  რომელიც ინდექსში მონაწილეობას 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ანალიტიკოსები, სწორედ ამ ფაქტორს უკავშირებენ საქართველოს პოზიციის დაქვეითებასაც, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ პოზიციონირებს როგორც პროევროპული და ანტირუსული ძალა რეგიონში.

მიუხედავად არსებული ტენდენციებისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველომ შესაძლოა მომავალ წლებში გააუმჯობესოს საკუთარი პოზიციონირება გლობალურ რუკაზე, თუკი გააქტიურებს კულტურულ დიპლომატიას, საერთაშორისო პარტნიორობას და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას.