სუპერმარკეტების ქსელმა „გუდვილმა“, 22-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ვაკის ფილიალი განახლებული კონცეფციით წარადგინა. განახლება პასუხობს მომხმარებელთა სურვილებსა და თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებს, ხოლო რებრენდინგის პროცესი ამ ეტაპს ორგანულად დაემთხვა.

ახალი ფილიალი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით არის დაპროექტებული და სრულად პასუხობს თანამედროვე სავაჭრო სივრცის სტანდარტებსა და მოლოდინებს. მომხმარებელს დახვდება კომფორტული და ინოვაციური გარემო, სადაც წარმოდგენილია როგორც „გუდვილის“ საკუთარი წარმოების პროდუქცია, ასევე ექსკლუზიური ევროპული ბრენდები და ადგილობრივი ფერმერების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

„განახლებული ვაკის ფილიალი ჩვენი განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ვაგრძელებთ ზრუნვას მომხმარებელზე და ვთავაზობთ განახლებულ სივრცესა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას,“ – აცხადებს გურანდა არჩუაძე, „გუდვილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ფილიალში მომხმარებლებს დახვდებათ:

  • თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებული სავაჭრო სივრცე;
  • პარტნიორი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია;
  • უახლესი ინვენტარით აღჭურვილი სამზარეულო და კაფეტერია;
  • ქართველი ფერმერების მიერ მოწოდებული, ლაბორატორიულად შემოწმებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

განსაკუთრებული სიამაყეა „გუდვილის“ საკუთარი წარმოების არტიზანული პური და ფუნთუშეული, გრილზე მომზადებული კერძები და ქვის ღუმელში გამომცხვარი გემრიელი პროდუქტები, რომელთა მომზადების პროცესიც მომხმარებლის თვალწინ მიმდინარეობს.

ფილიალში ასევე სპეციალურად შექმნილია მხატვრული სანავიგაციო სისტემა, უნიკალური ფერთა გამა და დეკორი, რაც შოპინგის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
სივრცეში მოეწყო თანამედროვე კაფეტერიაც, სადაც შესაძლებელი იქნება „გუდვილის“ წარმოების კერძების დაგემოვნება და დასვენება.

რებრენდინგის კვლევებსა და პროცესებში მონაწილეობდა პიარ სააგენტო „ჯეპრა“.