„ლომისის“ შემოსავლებმა საქართველოს 4 უმსხვილესი სასმელების მწარმოებლის ჯამური შემოსავლის 47% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ლუდისა და უალკოჰოლო სასმლის მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, ბოლო 4 წელიწადში ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ძირითადი მწარმოებელი კომპანიებიდან „ლომისის“ რეალიზაცია 16%-ით, „ქართული ლუდის კომპანიის“ 8%-ით, „გლობალ ბერ ჯორჯიას“ 19%-ით, ხოლო „არგოს“ 9%-ით გაიზარდა.
„ლომისი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად და ბაზრის ლიდერად რჩება შემოსავლების თვალსაზრისით“, - წერია მიმოხილვაში.