დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ განაგრძობს სუბურბანული ცხოვრების ახალი სტანდარტების შექმნას და ამჟამად თანამედროვე დასახლების გაშენებას შინდისში იწყებს. პროექტი ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულად ინტეგრირებულ საცხოვრებელ სივრცესა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.
90 ჰექტარ ტერიტორიაზე 700-ამდე მიწის ნაკვეთის მონიშვნაა დაგეგმილი — ეს ყველაზე მასშტაბური სუბურბანული პროექტია, რაც კი საქართველოში განხორციელებულა. ახალი დასახლება მსოფლიოში წამყვანი დეველოპერების წარმატებულ პრაქტიკას ეყრდნობა და ქმნის სრულ ეკოსისტემას, სადაც თანამედროვე ცხოვრების ყველა ელემენტი ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული.
გიორგი მხეიძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი: „მეტროპოლ შინდისი“ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტია, რომელშიც გათვალისწინებულია მსოფლიოში წამყვანი დეველოპერების გამოცდილება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ თანამედროვე, სრულფასოვანი ეკოსისტემა, სადაც ბუნება, კომფორტი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა გაერთიანდება. ჩვენი ხედვა მოიცავს მრავალფუნქციურობის, ინოვაციისა და კომფორტის პრინციპებს, რაც ამ საცხოვრებელ კომპლექსს უნიკალურ და მომხიბლავ ადგილად აქცევს“.
შინდისი — ბუნებასთან ჰარმონიაში
„მეტროპოლმა“ შინდისი მიზანმიმართულად შეარჩია მეორე სუბურბანული პროექტისთვის. ეს არის ტერიტორია, რომელიც ქალაქის ხმაურიდან სულ რამდენიმე წუთში სიმწვანეს, სიწყნარესა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს მომავალ მობინადრეებს. მისი ბუნებრივი ლანდშაფტი და თბილისთან სიახლოვე ქმნის ცხოვრების სრულყოფილ და გამორჩეულ გამოცდილებას.
სრული ინფრასტრუქტურა და ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება
პროექტის მთავარი მიზანია, დააფუძნოს სრულფასოვანი, დამოუკიდებელი დასახლება — სივრცე, სადაც ყოველდღიური ცხოვრების ყველა საჭირო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი:
- ცენტრალური პარკი
- ღია საცურაო აუზი და სპა სივრცე
- პადელის მოედანი და სპორტული ზონები
- ველო- და სარბენი ბილიკები
- ღია კინოთეატრი და სკეიტპარკი
- კომერციული ზონა: მაღაზია, აფთიაქი, საკონფერენციო დარბაზი, კვების ობიექტი, სამუშაო სივრცე და სერვისცენტრები (ქიმწმენდა და სხვა)
სწორედ ასეთი მრავალფუნქციური კონცეფცია აქცევს „მეტროპოლ შინდისს“ სრულფასოვან სუბურბანულ დასახლებად და ხელს უწყობს ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებას.
არქიტექტურული პროექტი
პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის შეძენისას თითოეულ მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა არქიტექტურული პროექტი, სადაც 15 განსხვავებულ დიზაინს შორის შეუძლია აირჩიოს სასურველი. ამავდროულად, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, კომპანია „მეტროპოლი“ სურვილის შემთხვევაში მომავალ მობინადრეებს სახლს თავადაც აუშენებს.
ჭკვიანი ეკოსისტემა
პროექტში ინტეგრირებულია სმარტ ტექნოლოგიები — ჭკვიანი განათება, ენერგოეფექტური მოწყობილობები, უსაფრთხოების სენსორები და ავტომატური მართვის სისტემები, რაც თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
წინასწარი გაყიდვები და განსაკუთრებული შეთავაზებები
შინდისის პროექტის წინასწარი გაყიდვები 2025 წლის 18 ივნისიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე 1 სექტორი მიწის ნაკვეთები გაიყიდება, რაც 45 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებულ 270 ნაკვეთს აერთიანებს. პროექტი 600-იდან 2255 კვ.მ-ამდე მიწის ნაკვეთებს მოიცავს, კვადრატული მეტრის ფასი კი $175-იდან იწყება.
დაინტერესებული პირებისთვის გაყიდვების საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია განსაკუთრებული შეთავაზებები და გამარტივებული გადახდის პირობები.
დასახლების ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად განვითარდება და პირველი საცხოვრებელი სექტორი სრულად 2027 წლის დეკემბერში იქნება მზად.
_______
„მეტროპოლის“ შესახებ
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.
„მეტროპოლი“ გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 7 მიმდინარე და 4 დაგეგმილი პროექტია. თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ბაგები“, ამჟამად პროექტების – „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, „მეტროპოლის“ სუბურბანული პროექტების – „მეტროპოლ ლისისა“ და „მეტროპოლ შინდისის“ მშენებლობა დაიწყო.
ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები – „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. „მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. კომპანიის ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.