ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ორგანიზებით, ქალაქ კრაკოვში, ხელოვნების გალერეა „Bunkier Sztuki"-ის 60 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიებას 400-მდე სტუმარი, ხელოვნების, ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროს წარმომადგენელიდაესწრო. დეგუსტაციის პარალელურად მოეწყო ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის ამსახველი საინფორმაციო სტენდტი, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდს უწყობს ხელს.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 4,7 მლნ ლიტრი შეადგინა; ზრდამ, 2024 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 15%-ს მიაღწია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 9 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 15ქვეყანაში 22 გამოფენა/ფესტივალსა და 160-მდე დეგუსტაცია-სემინარზე.