ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს.

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 2.83%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 73.90 გირვანქა სტერლინგია.  

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.68%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 44.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 1.91%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 24.00 გირვანქა სტერლინგია.  

"საქართველოს ბანკის ჯგუფის"  საბაზრო კაპიტალიზაცია 3.63 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. "თიბისი ბანკის ჯგუფის"  საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.11 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მოანცემებს, ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის"  აქციების ფასმა 28.97%-იანი ზრდა აჩვენა, "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ღირებულება გაზრდილია 0.68%-ით, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი 54.84%-იან ზრდის ტრენდს აჩვენებს. 

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Gult & taggart