პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მიმდინარე წელს აუქციონზე გამოტანილი სახელმწიფო ქონებიდან 11 უკვე გაიყიდა.

შედეგების მიხედვით, ყველაზე იაფად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხახალაჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა გაიყიდა.

აუქციონის შედეგების მიხედვით, ყველაზე იაფად გაყიდული ქონების ხუთეული შემდეგია:

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხახალაჯვარში მდებარე 11525.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - 70 500 ლარად რაშად ჯალილოვმა იყიდა.
  • სამტრედიაში, გრიბოედოვის ქუჩა, შესახვევი 1-ში არსებული 27674 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 85 000 ლარად შპს „მიდამო დეველოპმენტმა“ იყიდა.
  • დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცივწყაროში მდებარე 7134.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 131 000 ლარად შპს „მალამ“ შეიძინა.
  • სამტრედიაში, გრიბოედოვის ქ. N53-ის მიმდებარედ არსებული 43512 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - 133 000 ლარად შპს „მიდამო დეველოპმენტმა“ იყიდა.
  • ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩა N27-ში, N29-ის მიმდებარედ, ასევე, N29-ში არსებული 1788.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 174 500 ლარად შპს „მშენებელი 2023 ზკ“-მ შეისყიდა.