უძრავი ქონების კომპანია ,,Realotor.ge’’-ს რეალტორი ნინო ტყებუჩავა ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიები, რომელიც უძრავი ქონების კომპანიებთან ადრე არ თანამშრომლობდნენ, ახლა მათ აქტიურ ჩართულობას ითხოვენ.
უძრავი ქონების ექსპერტი ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიებს უკვე დასრულებულ პროექტებში ფართების რეალიზება უჭირთ, რის გამოც აქტიურად გამოხატავენ უძრავი ქონების აგენტებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის სურვილს, რათა ისინი ბინების გაყიდვაში დაეხმარონ.
„სამშენებლო კომპანიები, რომლებიც არ თანამშრომლობდნენ უძრავი ქონების კომპანიებთან ახლა უკვე თანამშრომლობენ, თან ძალიან აქტიურად. ითხოვენ აქტიურ ჩართულობას. ზოგადი ინფორმაციიდან გამომდინარე, სამშენებლო კომპანიები იმ სისწრაფით, რა სისწრაფითაც მუშაობდნენ ვეღარ ყიდიან უძრავ ქონებას. ითხოვენ განცხადებების განთავსებას, გვთავაზობენ პარტნიორობას. თან იმ პროექტებთან მიმართებაში, რაც აქვთ განხორციელებული ითხოვენ თანამშრომლობას, რომ ჩვენ დავეხმაროთ“, - აცხადებს ნინო ტყებუჩავა.