Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Samsung Electronics-ისგან ჩიპების შესყიდვაზე 16,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში, სამხრეთ-კორეული კომპანია ტეხასში მდებარე საწარმოში ახალი თაობის A16 ჩიპების წარმოებას სპეციალურად Tesla-სთვის დაიწყებს. Tesla-ს დამფუძნებელს A16 ჩიპების გამოყენება სრულად თვითმართვადი ავტომობილების, რობოტი Optimus-ის და Dojo AI-ს სუპერკომპიუტერის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად სურს. 

A16 ჩიპის წარმოების ვადები არ დასახელებულა. მასკმა ადრე განაცხადა, რომ შემდეგი თაობის A15 ჩიპები 2026 წლის ბოლოს იწარმოება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ A16-ი მალე გამოვა. 

გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Samsung-ის აქციები 6.8%-ით გაიზარდა და გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აშშ-ში წინასაბირჟო ვაჭრობის დროს Tesla-ს აქციები 1.9%-ით გაიზარდა.