ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 მშენებლობის ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 %-ით ნაკლებია. 

გაცემული ნებართვების მიხედვით, მშენებლობა 5 188.4 ათას კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 %-ით ნაკლებია.

ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 % მოდის ქ. თბილისზე, 12.3 % ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 % კახეთის
რეგიონზე და 6.8 % მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.