ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ლევან ყიფიანი დაინიშნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ყიფიანი ბოლო თვეების განმავლობაში გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

„ლევან ყიფიანი 2018 წლიდან ჩვენთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა. დღეიდან იგი დაინიშნება გამგებლის თანამდებობაზე. ვუსურვებ მას წარმატებებს. ვაკის რაიონში ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს