აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია Intel-ის წილის შესაძენად მოლაპარაკებებს  აწარმოებს, ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იტყობინება. 

წყაროს ცნობით, შეთანხმებამ შესაძლოა ოჰაიოს შტატში მიკროჩიპების ქარხნის მშენებლობის პროექტი წაახალისოს, რომელიც კომპანიას ფინანსური პრობლემების გამო რამდენჯერმე გადავადდა. სავარაუდოა, რომ გეგმაში სახელმწიფო მხრიდან პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერაც იყოს გათვალისწინებული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  Intel–მა კომენტარისგან თავი თავს იკავებს, კომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა მხოლოდ აღნიშნა, რომ "მხარს უჭერს პრეზიდენტის ძალისხმევას აშშ-ის ტექნოლოგიური და საწარმოო ლიდერობის გაძლიერებისთვის".

ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ Intel-ის აქციების ღირებულება 14 აგვისტოს, Intel-ის აქციები თითქმის 9%-ით გაიზარდა.