წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა, დაახლოებით, 40%-მდე გაიზარდა - ამჟამად, 70%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, - ამის შესახებ Wald Hotel Lagodekhi-ის მენეჯერმა ქეთი კაპანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დამსვენებელთა 70% ქართველია, ხოლო 30% უცხოელი.
"წინა წელთან შედარებით უკეთესი სეზონი გვაქვს. ჩვენი დამსვენებლები არიან როგორ ქართველები, ისე უცხოელები, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის - ისრაელი, გერმანია, ავსტრია, ამერიკა, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და სხვ. ბოლო პერიოდში შედარებით იკლო დამსვენებლების ნაკადმა, თუმცა აქტიურად ვიღებთ წინასწარ ჯავშნებს", - აცხადებს ქეთი კაპანაძე.
ცნობისთვის, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში 45 ნომერი ფუნქციონირებს. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია 3 კოტეჯი, მათ შორის, ორი საცხოვრებელი კოტეჯი საუნით, ხოლო ერთი სპა-საუნისთვის. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს რესტორანს, ბარს და ორ ღია აუზს.