საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინზე მკვეთრი შეფასებები გააკეთა. LCI-ის ეთერში, ტელეინტერვიუში, მან რუსეთის ლიდერი „მტაცებლად“ და „ურჩხულად ჩვენს კარიბჭესთან“ მოიხსენია.

„პუტინი არის მტაცებელი, ურჩხული ჩვენს კარიბჭესთან. მას არავინ არ უნდა მიენდოს ,“ - განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, კრემლი დესტაბილიზაციის მუდმივ წყაროდ იქცა და საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

მაკრონმა დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთის მიმართ არ უნდა იყვნენ „გულუბრყვილოები“, რადგან პუტინის მიზანი საზღვრების გადახედვა და ძალაუფლების გაფართოებაა.