Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და 520 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
იანვარ-ივლისში ტურიზმის შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარამდე ავიდა, რაც 3.6%-იან წლიურ ზრდას შეესაბამება.
Galt & Taggart-ის პროგნოზის მიხედვით, 2025 წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.