ბუქარესტის მერია გეგმავს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში თანდათანობით აკრძალოს არაეკოლოგიური ტრანსპორტის შესვლა ქალაქის ცენტრში და შემდეგ მთელ ქალაქში – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

აკრძალვა შეეხება დიზელის ძრავიან ავტომობილებს და ძველ ავტომობილებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ თანამედროვე გარემოსდაცვით სტანდარტებს.