„ბუდე პლუსი“ საქართველოში გათბობა-წყალმომარაგების სისტემებისა და მათი კომპონენტების ერთ-ერთი უმსხვილესი შემომტანია. კომპანია პრემიუმ ხარისხის გათბობა გაგრილების სისტემებსა და სხვა მაღალი ხარისხის პროდუქციას გთავაზობთ, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან არის იმპორტირებული.

პროდუქციის ფართო არჩევანი

კომპანიის კატალოგში 3000-ზე მეტი სერტიფიცირებული პროდუქტია გაერთიანებული. ასორტიმენტი მოიცავს რამდენიმე ძირითად კატეგორიას. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს უმაღლესი ხარისხის სისტემები, მათ შორის კედლისა და სტაციონარული ქვაბები, თანამედროვე დიზაინის გათბობის რადიატორები და ა.შ.

ხელმისაწვდომია წყალმომარაგების სისტემის კომპონენტები  (მილები, ფიტინგები და ტუმბოები), ენერგოეფექტური თბოიზოლაციის მასალები , კონდიცირების სისტემები და განახლებადი ენერგიის მოწყობილობები.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ფილიალებში , ისე ონლაინ მაღაზიაში — bude.plus.

გთავაზობთ სრულ საინჟინრო მომსახურებას

სხვადასხვა სისტემების კომპონენტების შეძენასთან ერთად, ბუდე პლუსში დამატებითი სერვისებით სარგებლობასაც შეძლებთ. სურვილის შემთხვევაში, კომპანიის პროფესიონალ ინჟინერთა გუნდი დაგეგმა-პროექტირების სამუშაოებსაც წარმართავენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური წყალმომარაგების, თბოიზოლაციის, კონდიცირებისა და გათბობის სისტემების მოსაწყობად. ეს მომსახურება მოიცავს დასრულებული პროექტის მომზადებას ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით, როგორც კერძო, ისე კომერციული ობიექტებისთვის. 

დამატებით სერვისი მოიცავს დეტალური კონსულტაციას, სამონტაჟო სამუშაოების მხარდაჭერასა და სრული საგარანტიო მომსახურებას.

მიწოდება და პარტნიორული შეთავაზებები

ფილიალებისა და საწყობების ფართო ქსელის მეშვეობით, კომპანია პროდუქციის სწრაფ მიწოდებას საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს. კორპორატიული კლიენტებისთვის შემუშავებულია სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც კვალიფიციურ საინჟინრო კონსულტაციასა და გადახდის მოქნილ პირობებს გულისხმობს. მუდმივი მომხმარებლებისთვის კი რეგულარულად ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ახალი პროდუქციის გაცნობითი პრეზენტაციები და პროფესიული განვითარების წამახალისებელი სხვადასხვა ღონისძიებები.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი სრულყოფილად მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც მისი მონტაჟი პროფესიონალურად ხდება. სწორედ ამიტომ, „ბუდე პლუსი“ დიდ რესურსს დებს დარგის სპეციალისტებისა და ხელოსნების კვალიფიკაციის ამაღლებაში. სპეციალური სასწავლო კურსების მეშვეობით, კომპანია ხელს უწყობს ისეთი კადრების მომზადებას, რომლებიც სისტემებს უსაფრთხოდ და ეფექტურად დაამონტაჟებენ.

სისტემებისა და მათი კომპონენტების შესარჩევად, პროფესიონალური კონსულტაციისა და ინდივიდუალურად მორგებული შეთავაზებების მისაღებად, ეწვიეთ ან დაუკავშირდით კომპანიას - მის: გ. ამილახვარს ქ. N1; ვებგვერდი: Bude.plus; ტელ:+995 32 219 49 09; ელფოსტა: info@bude.plus.