საფრანგეთში „ლიონმა“ სეზონის პირველ მატჩში „ლანსი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა, რომელმაც ამ მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სეზონის მოგებით დაწყება გვინდოდა და ეს შევძელით, კმაყოფილები ვართ ჩვენი თამაშით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. „ლანსი“ კარგი გუნდია, ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. მხოლოდ ერთი ბურთი გავიტანეთ, თუმცა უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო.

გოლის დროს მალიკ ფოფანას მოძრაობა დავინახე და მეც პარალელურად ავჩქარდი, შევეცადე, კართან ახლოს მივსულიყავი და კარგი პოზიცია დამეკავებინა. გამიხარდა, გოლი რომ გავიტანე. ახალ სეზონში ჩემი პასუხისმგებლობა გაიზარდა, შევეცდები, რომ წარმატებისთვის მომავალშიც მაქსიმუმი გავაკეთო.

მწვრთნელი მთხოვს, რომ მეტოქის შეტევისას გუნდს დაცვაშიც დავეხმარო, ასე რომ, მხოლოდ ჩემს თავზე არ ვფიქრობ და გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

მინდა, ალეკსანდრ ლაკაზეტს მადლობა ვუთხრა – მან თამაშის წინ მომწერა, რომ ვალდებული ვარ, „ლიონში“ ჩემი ისტორია დავწერო, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღო. მინდა, ამ კლუბისა და ქალაქისთვის ყველაფერი გავიღო“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

1tv.ge