ელ. კომერციის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ელექტრონული პლატფორმა - Wildberries, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2024 წლის ბოლოს გამოჩნდა, მომხმარებლებს პოპულარულ პროდუქციას კიდევ უფრო მოკლედროში მიაწვდის. სწრაფი მიწოდება Wildberries-ის პრიორიტეტი და სერვისის გაუმჯობესების სტრატეგიის ნაწილია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეკვეთები ბევრად სწრაფად მიიღონ.
ახლაც კი საქართველოში Wildberries-ის მომხმარებლები ყველაზე პოპულარული კატეგორიების პროდუქტებს საშუალოდ ოთხ დღეში იღებენ (მიწოდების ვადა შეიძლება ორიდან ექვსდღემდე მერყეობდეს), სხვა კატეგორიების შემთხვევაში კი – 7 დღიდან. სწრაფი მიწოდების პირობებში შემავალი ასორტიმენტი სპეციალური ნიშნით არის მონიშნული.
საწყის ეტაპზე პროგრამაში 12 000-ზე მეტი უნიკალური დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი ყველაზე პოპულარული სასაქონლო ჯგუფებიდან. აქცენტი გაკეთებულია იმ პროდუქტებზე, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნით სარგებლობს საქართველოს ბაზარზე. მომავალში სწრაფი მიწოდებისთვის ხელმისაწვდომი პროდუქციის კატეგორიები კიდევ უფრო გაფართოვდება.
შეკვეთების მიღება შესაძლებელია მომხმარებლისმიერ არჩეულ Wildberries-ის გაცემის პუნქტებში, რომლებიც ბრენდის განსხვავებული ბიზნესმოდელის ნაწილია და მას მრავალი კონკურენტისგან გამოარჩევს. 2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოში უკვე ფუნქციონირებს Wildberries-ის 90-ზე მეტი გაცემის პუნქტი – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში და ქვეყნის სხვა ქალაქებში. სპეციალურ, მუდმივად განახლებად რუკაზე შესაძლებელია კომპანიის გაცემის პუნქტების ადგილმდებარეობის ნახვა.
იმ ქვეყნებში, სადაც Wildberries ოპერირებს, 90%-ზემეტი შეკვეთა სწორედ გაცემის პუნქტების მეშვეობით მიეწოდება მომხმარებლებს. მათი არსებობა საშუალებას აძლევს პლატფორმას, საქართველოში ყველაზე პოპულარული პროდუქტები გახდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ხოლო მათი მიღება მოსახერხებელი.