თქვენ ხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო პირველ ადგილზეა, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სიმართლე კონკრეტულ ციფრებსა და რიცხვებშია.

„საქართველო პირველ ადგილზეა ზოგადად, ევროპის კონტინენტზე და რეგიონში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის, მშვიდობის და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა. იგივე მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენ 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონე, ეფექტიანი პოლიტიკა, გამართული სახელმწიფო სტრუქტურებია განსხვავებით იგივე მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენი, არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია მოგვისმენია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუმცა, სიმართლე არის კონკრეტულ ციფრებში და რიცხვებში გამოხატული“, - განაცხადა კობახიძემ.