„ჩვენ ვართ, შეიძლება ითქვას, პირველი ქვეყანა შუა დერეფანში ვინც ფინანსური ტექნოლოგიები, ახალი გადახდის სისტემებიფაქტობრივად დააწყვილა რეალური ეკონომიკის მიმდინარე პოზიტიურ ტრენდთან. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ როგორც ქვეყნის შიგნით,ისე ქვეყნის გარეთ - რეგიონში - ძირითად მხარეებს, ეგრეთ წოდებულ სტეიკჰოლდერებს, დავარწმუნებთ ამ კონცეფციის სიცოცხლისუნარიანობასა და მის პერსპექტივებში“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველოტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ, სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსურიტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
ებანოიძის შეფასებით შუა დერეფანში მიმდინარე პოზიტიური ტენდენცია ვაჭრობაში კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაჩქარდეს. „შუადერეფანის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, თუ ჩვენ ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს - პირდაპირ გადახდის მექანიზმებსა და ღიაბანკინგის დაკავშირებადობას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გავზრდით“- განაცხადა მან.
ვარლამ ებანოიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი ფინანსურ ტექნოლოგიებში საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ახორციელებს, ფინტექის განვითარების სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა კი მისი შეფასებით დრომ მოიტანა.
„ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც ძალიან მარტივად, ორი სიტყვით შეგვიძლია არტიკულაცია გავუკეთოთ ჩვენს ხედვასფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში. ქვეყნის შიგნით ეს ნიშნავს ახალი მოთამაშეებისთვისშემოსვლის ბარიერების შემსუბუქებას; ქვეყნის გარეთ კი ნიშნავს ისეთი ფინტექზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხიდების გაბმასრეგიონში, რაც აქსელერაციას მისცემს რეალურ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტრენდს,“ - აღნიშნა ვარლამ ებანოიეძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია გავა ეროვნული ბანკის ფარგლებს მიღმა დარეალურად იქცევა ქვეყნის ეროვნულ ფინტექ სტრატეგიად.
ეროვნული ბანკის მიერ გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებცნობადობის ამაღლებას მიეძღვნა, მიზნად ისახავდა კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორცსტრატეგიის შემუშავების, ისე მისი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციისმინისტრი პაატა სალია, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანირობერტ ბრეგი. ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისოორგანიზაციების წარმომადგენლები.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.