საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფოუნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლისსახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციებიწაიკითხა. საჯარო ლექციებს ესწრებოდნენსტუდენტები, რომელთა ინტერესების სფეროსწარმოადგენს ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ბავშვთა უფლებები.

დავით ნარმანიამ სტუდენტებს გააცნომარეგულირებელი კომისიის საქმიანობა, ამასთანავემან ისაუბრა პროექტებზე, რომელსაც სემეკი, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან ერთადახორციელებს ახალგაზრდების განათლებისთვისენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებთანდაკავშირებით. ბათუმსა და ქუთაისში საჯაროლექციები ჩატარდა პროექტის - ,,წყალი, გარემო დაჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხომომავლისთვისფარგლებში,

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლოცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერდაფუძნებული ბავშვთა უფლებების ცენტრისორგანიზებით. პროექტის - ,,წყალი, გარემო დაჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხომომავლისთვისმიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის

ცნობიერების ამაღლება სასმელ წყალთან, გარემოსთან, ჰაერის შიდა დაბინძურებასთან დაკატასტროფების რისკის შემცირების საკითხებთანდაკავშირებით, ასევე ახალგაზრდებში ქვეყნისწყლის რესურსებზე ზრუნვის, დაცვის იდეისგანმტკიცება. პროექტი ხორციელდება ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში. პროექტშიჩართულია 40 სკოლის 650 მოსწავლე, ბათუმისა დაქუთაისის უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტისხანგრძლივობაა 8 თვე.