გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით აზერბაიჯანში) ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა. 

დავით სონღულაშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა. საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხსაც.

როგორც შეხვედრაზე ილჰომ აბდურაჰმონმა განაცხადა,  ტაჯიკეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის  გაღრმავების მიზნით, სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვა. 
ელჩმა მინისტრი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ტაჯიკეთში, ქ. დუშანბეში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე მიიწვია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს