საქართველოს მთავრობამ კომპანია „მომავლის ენერგიას“ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 4.8 ჰა-ის ფართობის 4 მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა, ხოლო სოფელ განთიადში, დიდ დმანისსა და ამამლოში 7 მიწის ნაკვეთი.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრემიერის განკარგულებების მიხედვით, მიწის დმანისში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპანიამ 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 15 366 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო 7 მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ წლიურად 7 301 ლარი.

ამასთან, განკარგულებებით გადაცემული უძრავი ქონება „მომავლის ენერგიამ“ 2022 წლის 9 მარტს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურები „მაშავერა 2 ჰესი“ და „მაშავერა 3 ჰესი“ უნდა ააშენოს და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში უნდა გაუშვას.