რუსეთი "ბარტერს" უბრუნდება, რომელმაც 90-იან წლებში ეკონომიკაში ქაოსი გამოიწვია”,- ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს. 

წყაროს ცნობით, რუსულმა კომპანიებმა საგარეო ვაჭრობაში ბარტერის გამოყენება უკვე აქტიურად დაიწყეს: ხორბალს ჩინურ მანქანებზე, ხოლო სელის თესლს სამშენებლო მასალებსა და ტექნიკაზე ცვლიან.

ამის მიზეზი დასავლური სანქციები და ჩინური ბანკების შიშია მეორეული სანქციების მიმართ.

Reuters  წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთს SWIFT-იდან ჩახსნეს, დოლარსა და ევროში ანგარიშსწორება პრაქტიკულად შეწყდა და გარიგებები ახლა მიმდინარეობს პრინციპით „მარცვალი მანქანის სანაცვლოდ“ ან „ნედლეული მომსახურების სანაცვლოდ“.

 გასული წლის განმავლობაში, გამოვლენილია სულ მცირე 8 მსგავსი ოპერაცია, მათ შორის ჩინეთთან და პაკისტანთან.