უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი სანქციები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ნავთობბაზებზე გაჩენილი ცეცხლია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელებს პრიმორსკის სანავთობო პორტზე წარმატებული იერიშისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ ზელენსკიმ მიმართვაში ილაპარაკა.
"ყველაზე ეფექტური სანქციები ის სანქციებია, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოქმედებს - ეს არის ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში, მათ ტერმინალებში, ნავთობბაზებში. მნიშვნელოვნად შევამცირეთ რუსეთის ნავთობის მრეწველობა და ეს ომს მნიშვნელოვნად ზღუდავს. რუსული ომი - ეს ფაქტობრივად ნავთობის, ბუნებრივი აირის და ყველა სხვა რუსული ენერგორესურსის ფუნქციაა.
მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელებს, რომლებმაც ბოლო დღეებში პრიმორსკში ძალიან ხარისხიანად იმუშავეს. უმსხვილესი ნავთობის ტერმინალი რუსეთში ბალტიის ზღვაში. მიყენებული აქვს მნიშვნელოვანი დაზიანებები, ყველაფერი გადამოწმებულია. ეს საგრძნობია მტრისთვის. ჩვენი სპეცრაზმელები თვალყურს ადევნებენ ასევე იუსტ-ლუგას პორტსა და ყველა სხვა რუსულ წერტილს მსოფლიო ბაზარზე". - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 12 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ლენინგრადის ოლქში, ქალაქ პრიმორსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, პრიმორსკის სანავთობო პორტში ერთ-ერთ გემს ცეცხლი გაუჩნდა.
იერიშის შემდეგ ნავთობის ფასები დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.