საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ Brand Finance-მა 2025 წლის ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს ეროვნული ბრენდების რეიტინგში 192 ქვეყანას შორის 97-ე ადგილს იკავებს, მაჩვენებელი გასული წლის რეიტინგის ანალოგიურია.

Nation Brand Value რეიტინგი ქვეყნების ეკონომიკურ და რეპუტაციულ ძალას აფასებს ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა: საინვესტიციო მიმზიდველობა, ტურისტული პოტენციალი, კულტურული გავლენა, პოლიტიკური სტაბილურობა და საერთაშორისო რეპუტაცია.

რეგიონის ქვეყნებს შორის მოწინავე აზერბაიჯანია (82-ე პოზიცია), სომხეთი კი 103-ე პოზიციაზეა.

Brand Finance-ის შეფასება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ინდექსად ითვლება და მოიცავს გლობალური ბრენდის ღირებულების ანალიზს როგორც ეკონომიკური, ისე მარკეტინგული პერსპექტივიდან.