საუკეთესო მობილბანკის ივნისის განახლება აქ არის, რაც იმას ნიშნავს რომ წინ საინტერესო ფუნქციონალები გელოდებათ. ამ თვის განახლებაში მედლების და მანქანის სივრცეები განახლდა.
რა ხდება მედლების სივრცეში?
მედლები მობილბანკში არსებული სივრცეა, რომლის მოპოვება ყოველდღიური აქტივობების შესრულებით შეგიძლიათ. თითოეული მედალი შეიძლება ერთ ან რამდენიმე აქტივობას აერთიანებდეს. როცა ამ აქტივობებს ასრულებთ, ჯილდოვდებით მედლით და შესაბამისი საჩუქრით, რომელიც სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს.
ივნისის განახლებაში მედლების სივრცე კიდევ უფრო დაიხვეწა და მისი ინტერფეისი სრულად შეიცვალა. ის ახლა უფრო ინფორმაციული და მარტივად აღსაქმელია, რაც უფრო საინტერესოს ხდის თითოეული მომხმარებლის გამოცდილებას.
სიახლეს, რასაც მობილბანკში შესვლისთანავე, მთავარ გვერდზე, აღმოაჩენთ მედლების სივრცის ვიჯეტია, რომლის დახმარებით ნახავთ ინფორმაციას აქტიურ, ახალ ან კამპანიურ მედლებზე, ანუ − რა მედალი დაემატა, რა დაგრჩათ მოსაპოვებელი, რაში შეგიძლიათ ჩაერთოთ და სხვა. ასე არ გამოგრჩებათ საინტერესო საჩუქრები და დავალებების შესრულებაშიც მარტივად ჩაერთვებით ხოლმე.
ასევე, სივრცეს დაემატა მედლის სტატუსის ვიზუალური ნიშნები, რაც გაგიმარტივებს გაიგოთ ახალი მედლის შესახებ და ნახავთ დროს, თუ რამდენ ხანში გასდის ვადა კონკრეტულ მედალს. ამასთან, ერთ სივრცეში ნახავთ მოპოვებული საჩუქრის თუ ვაუჩერის კოდსაც, რომელიც აქამდე მხოლოდ შეტყობინების სახით იგზავნებოდა.
რა ხდება მანქანის სივრცეში?
მედლების სივრცის გარდა, საუკეთესო მობილბანკის ივნისის განახლება მანქანის სივრცესაც შეეხო.
შეიცვალა შიდა გვერდი და ცალკე გამოიყო სივრცე, სადაც საშვისა და თბილისის მერიის ჯარიმების გადამოწმებას შეძლებთ.
ასევე დაემატა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სივრციდან გაუსვლელად შეგიძლიათ მარტივად გაიაქტიუროთ სასურველი სადაზღვევო კომპანიის პოლისი.
ეს და კიდევ უამრავი სხვა ფუნქციონალი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებისთვის იქმნება, სიახლეები კი მუდმივად ემატება მობილბანკს.
განაახლეთ აპლიკაცია და გამოსცადეთ ყველა ფუნქციონალი