საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი  2 212.0 ლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3 %-ით(207.1 ლარით) მეტია.

 საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.4 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
⦁ მშენებლობა - 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3
პროცენტით).
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური
საქმიანობის სახეების მიხედვით 2024-2025 წლების II კვარტალში.

რაც შეეხება ხელფასების გენდერულ განაწილებას, 2025 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 655.8 ლარი იყო.