პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში ამავე წლის მაისსთან შედარებით; საქართველოში თვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4% შეადგინა.

PMCG-ის ცნობით, 2025 წლის ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 12.4%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2025 წლის ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 32.8%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 6.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წლის ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.8%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია,- აღნიშნულია PMC-ის დასაქმების თრექერში.