ForteBank-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი გურამ ანდრონიკაშვილი ოფიციალური წასვლიდან თითქმის სამი წლის შემდეგ „მშობლიურ“ ფინანსურ ინსტიტუტს დაუბრუნდა: ის კვლავ წარმოადგენს ბანკის მთავარი აქციონერის, ბიზნესმენ ბულატ უტემურატოვის ინტერესებს ბანკის დირექტორთა საბჭოში. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.
ანდრონიკაშვილის დირექტორთა საბჭოს წევრად არჩევის გადაწყვეტილება აქციონერთა ყოველწლიურ საერთო კრებაზე 2025 წლის 29 აპრილს იქნა მიღებული. მის გარდა, დირექტორთა საბჭოში ხელახლა აირჩიეს თავმჯდომარე ტიმურ ისატაევი და დირექტორთა საბჭოს წევრი ანუარ უტემურატოვი. ორივე ასევე წარმოადგენს აქციონერის ინტერესებს. ერლან ტუიაკბაევი და ფედორ პოპანდოპულო, რომლებიც 2024 წლის აპრილში აირჩიეს, ბანკის დამოუკიდებელ დირექტორებად დარჩნენ.
45 წლის გურამ ანდრონიკაშვილი „ფორტესთან“ 2010 წლიდან არის დაკავშირებული, როდესაც ფინანსურ ინსტიტუტს „მეტროკომბანკი“ ერქვა. 2012 წელს ორგანიზაციამ რებრენდინგი განიცადა და სახელად ForteBank დაერქვა.
2021 წლის ივნისში ფინანსურმა ინსტიტუტმა ანდრონიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და ეს ახსნა „მისი დირექტორთა საბჭოს წევრის, უმრავლესობის აქციონერის წარმომადგენლის თანამდებობაზე გადასვლით“. ანდრონიკაშვილს ეს თანამდებობა 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის ივნისამდე ეკავა, სანამ ბანკი ოფიციალურად არ დატოვა.
„ფორტებანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი ბულატ უტემურატოვია, რომელიც შედის Forbes Kazakhstan-ის 75 უმდიდრესი ბიზნესმენის რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს 2.7 მილიარდი დოლარის ქონებით. ის ფლობს ყაზახეთში „ბილაინის“ აქციებს, ოქროს მომპოვებელ კომპანია RG Gold-სა და სხვა აქტივებს, ასტანასა და ვენაში მდებარე „რიც-კარლტონის“ სასტუმროებს, მოსკოვში მდებარე „კარლტონს“ და სხვა.
2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, უტემურატოვი ფლობდა ForteBank-ის საერთო აქციების 90,91%-ს.