აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა დაუსვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ახლა რუსები ითხოვენ გარკვეულ პირობებს, დათმობებს კონფლიქტის დასასრულებლად. მიგვაჩნია, რომ ისინი ძალიან ბევრს ითხოვენ. ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინასაც. უნდა ვიკითხოთ, რა სჭირდებათ მათ ამ კონფლიქტის წარმატებით დასასრულებლად“.

„შეიძლება, ჯეი დი ვენსი მართალია. ჩვენ მივდივართ იმ წერტილამდე, სადაც ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდება. ამით კმაყოფილი არ ვარ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

1tv.ge