2025 წლის იანვარ-აპრილში სესხის გამცემი სუბიექტების წინააღმდეგ დაწერილი ყველა საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა.
2025 წლის აპრილში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 49 საჩივარი დაიწერა, ხოლო ჯამში იანვარ-აპრილის ჩათვლით - 220.
წელს აპრილში შესული საჩივრიდან 45 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 3 - სალომბარდე სესხს, ხოლო 1 საკრედიტო ბარათს.
პრეტენზიების ხასიათის მიხედვით კი საჩივრებიდან 43 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდიოდა, 3 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, ხოლო 3 სხვა სახის საჩივრებზე.