საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე აქტიურად მუშაობას. ბანკმა 2024 წელს ბიზნეს მომხმარებლებისთვის ახალი პლატფორმა Ads მენეჯერი წარადგინა. ის ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს შექმნას ეფექტური შეთავაზებები  და საქართველოს ბანკის 1 600 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი გააცნოს და გაზარდოს გაყიდვები.

პლატფორმის განვითარება 2025 წელსაც აქტიურად გრძელდება. მას მუდმივად ემატება ახალი ფუნქციონალები, რათა ბიზნესებისთვის შეთავაზების შექმნის პროცესი უფრო კომფორტული, მოქნილი და მარტივი გახდეს. სწორედ ბოლოდროინდელ განახლებებზე Ads მენეჯერის Product owner-ს გიორგი კობიაშვილს ვესაუბრეთ. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესებს ისეთი ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდას და განვითარებას. ასევე, ჩვენი მიზანია რომ ეს პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. სწორედ ამიტომ მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ მათ ვუპასუხოთ. ბოლო პერიოდში, გარდა მცირე გაუმჯობესებებისა, Ads მენეჯერში რამდენიმე დიდი სიახლე გვაქვს, მნიშვნელოვანი ფუნქციონალები დაგვემატა. ესენია:

ბრენდის მართვა - ბევრ კომპანიას იურიდიული სახელი აქვს, (მაგ: შპს x), თუმცა ბრენდულად ამ სახელით პოზიციონირება არ სურთ. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით, კი ბიზნესს შესაძლებლობას ვაძლევთ, შეცვალონ დასახელება, განაახლონ ლოგო და მობილბანკში მომხმარებლებისთვის სასურველი სახელით გამოჩნდნენ, ასევე მიუთითონ როგორც ფიზიკური და სოც.ქსელების მისამართები. ეს ყოველივე მათ დაეხმარება უკეთ გააცნონ საკუთარი ბრენდი მომხმარებლებს.

შეთავაზებები ყველა ტიპის კომპანიისთვის - თუ აქამდე მხოლოდ საქართველოს ბანკის POS ტერმინალის მფლობელებს შეეძლოთ  შეთავაზების შექმნა, ახალი ფუნქციონალის მეშვეობით იმ ბიზნესებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რომლებსაც გადახდის მეთოდი (ტერმინალი, ონლაინ გადახდა) არ აქვთ“, - ამბობს გიორგი

პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებლებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მისცეს.

„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა კიდევ უფრო მეტად დახვეწოს პლატფორმა და მომხმარებლებმა მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები და დაგეგმონ კამპანიები. მორიგი სიახლე რაც მათ აპლიკაციაში დახვდებათ ესენია:

განახლებული ანალიტიკა - მომხმარებლის და ტრანზაქციული ანალიტიკის გვერდები განახლებით ბიზნესებს უკვე შესაძლებლობა აქვთ უფრო დეტალურად ნახონ ვინ არიან მათი მომხმარებლები, როგორ იცვლება მათი ქცევა დროთა განმავლობაში და რა არის მათი მთავარი ინტერესი.  ასევე სრულად განვაახლეთ ვიზუალური მასალის გვერდი - ფოტოსაცავი ბიზნესებისთვის, შეთავაზების ვიზუალის მოსამზადებლად. შეთავაზების შექმნისას ბიზნესებს შესაბამისი ფოტოს მოძიება უჭირდათ.  Ads მენეჯერში ინტეგრირებულია მსოფლიოში ყველაზე დიდი სტოკ ფოტოების ბაზა და მომხმარებლებს შეუძლიათ  მოიძიონ და აირჩიონ მათთვის სასურველი ფოტო, ვებ გვერდიდან გაუსვლელად დაამუშაონ და ატვირთონ“, - ამბობს ის

ასეთ მასშტაბურ განახლებებზე მუშაობა დიდ რესურსსა და დროს მოითხოვს და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლების უკუკავშირს.

„ამ განახლებებზე მუშაობა მრავალთვიანი კვლევისა და მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზის შედეგად განხორციელდა. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებოდით, როგორ იყენებდნენ ბიზნესები Ads მენეჯერს, რა სირთულეებს აწყდებოდნენ და რა გაუმჯობესებები იქნებოდა მათთვის ყველაზე ღირებული. ყოველი ახალ ფუნქციონალის შექმნამდე ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ დაგვიბრუნონ უკუკავშირი და მათი დახმარებით ვხვეწთ და ვცვლით პროდუქტს უკეთესობისკენ“. - აღნიშნა მან.

როგორც დასაწყისში ვახსენეთ, Ads მენეჯერი ახალი პლატფორმაა ბიზნესებისთვის, რომელიც საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს 2024 წელს წარუდგინა. გასული წელი პლატფორმისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო, ბევრი ცვლილება განიცადა და მნიშვნელოვნად დაიხვეწა.

“გასული წელი Ads მენეჯერისთვის  სწრაფი ზრდის და მრავალფეროვნების წელი იყო. პლატფორმის გამოყენება რამდენჯერმე გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი მეშვეობით ასეულობით ბიზნესმა შექმნა შეთავაზება და საკუთარი პროდუქტი საქართველოს ბანკის მომხმარებლებს გააცნო. მათ უმეტესობას კი მანამდე ჩვენთან შეთავაზებების შექმნის გამოცდილება არ ჰქონიათ.  Ads მენეჯერში თითქმის ყველა ტიპის ბიზნესი ქმნის შეთავაზებას. განსაკუთრებით ბევრი შეთავაზება კი HoReCa, ტექნიკის, საცალო ვაჭრობის და e-commerce ბიზნესების წარმომადგენლებმა შექმნეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბიზნესების უმეტესობამ წლის განმავლობაში შეთავაზება რამდენჯერმე შექმნა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კამპანიებმა წარმატებით იმუშავა“. - ამბობს ის

Ads მენეჯერი არის არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური პროდუქტია. ის ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ბანკის ეკოსისტემაში ინტეგრირდნენ და უკეთ შეისწავლონ საკუთარი მომხმარებლები, იცოდნენ მათი სურვილები და მისწვდნენ საჭირო დროს.

„პლატფორმა ინოვაციურია როგორ ქართულ, ისე მსოფლიო ბაზარზე. ის არაერთ უპირატესობას ფლობს და განსაკუთრებით სასარგებლო და ღირებული ხელსაწყოა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მაგალითისთვის, ბიზნესებს მრავალფეროვანი სეგმენტაციის შესაძლებლობა აქვთ, შეუძლიათ აირჩიონ მათთვის საინტერესო ინტერესების, ქცევის, პროფილის მომხმარებლები.  გამარტივებულია რეკლამის მართვაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ სჭირდებათ დამატებითი ექსპერტიზა, რადგან პლატფორმა თავად აძლევს საჭირო რეკომენდაციებს. ასევე აღსანიშნავია, რომ შეთავაზების შექმნა სრულად ავტომატიზებულია, შეუძლიათ ნებისმიერ დროს, დამოუკიდებლად შექმნან ის და გაეცნონ ანალიტიკას, თუ რა შედეგი აქვს აღნიშნულ კამპანიას. რაც მთავარია, მომხმარებლისთვის შეთავაზებით სარგებლობა ძალიან მარტივია. მათ არ სჭირდებათ დამატებითი ბარიერების გადალახვა, მხოლოდ სასურველი შეთავაზების არჩევის და გადახდის განხორციელებით იღებენ სარგებელს რაც თავისთავად დადებითად მოქმედებზე ბიზნესზე, ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას“, - განაცხადა მან

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი Ads მენეჯერისთვის გარდამტეხი წელი იყო. გუნდი 2025 წელსაც არ აპირებს გაჩერებას და მასშტაბური გეგმები აქვთ.

„მიმდინარე წლისთვის ჩვენი მიზანია Ads მენეჯერი გადაიქცეს მულტიფუნქციურ პლატფორმად, რომელიც ბიზნესებს დაეხმარება არა მხოლოდ  მომხმარებლების მოზიდვაში, არამედ მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნებაში. 

ვგეგმავთ სიახლეებს შეთავაზების ტიპების და სამიზნე აუდიტორიების გამრავალფეროვნების მიმართულებით.  ერთის მხრივ ეს ბიზნესებს დაეხმარება, მათთვის საინტერესო აუდიტორიას უფრო მარტივად მისწვდნენ, მეორეს მხრივ კი საქართველოს ბანკის 1 600 000 ზე მეტ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი შეთავაზებებით ისარგებლონ“. - ამბობს გიორგი.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერში ბიზნესებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ განათავსონ შეთავაზება საქართველოს ბანკის 1 600 000 - ზე მეტი მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ სტუდენტური ბარათის, Solo sCool, Plus, Amex ბარათის მომხმარებლები. ბიზნესის მიერ შექმნილი სპეციალური შეთავაზებები საქართველოს ბანკის  სხვადასხვა არხში : მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე მხოლოდ მათ გამოუჩნდებათ,  რომლებიც დაინტერესებული არიან მსგავსი ტიპის პროდუქტებით.

შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს თუ ხართ დირექტორი, ხოლო თუ მარკეტერი ხართ - სთხოვეთ დირექტორს გაგიწეროთ შესაბამისი როლი.

თუ დირექტორი ხართ, manager.bog.ge-ში შესვლას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში და ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ.

შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ:

უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.