ლას-ვეგასში გამართულ კონფერენციაზე Bitcoin 2025-ი აშშ-ის პრეზიდენტის შვილებმა დონალდ ტრამპ უმცროსმა და ერიკ ტრამპმა განაცხადეს, რომ ბიტკოინმა შესაძლოა 2026 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწიოს. წერს The Block.

დონალდ უმცროსის პროგნოზით, ბიტკოინი 150 000-დან 175 000 დოლარამდე დიაპაზონში იქნება. ერიკ ტრამპმა კი ხუმრობით ივარაუდა, რომ ბიტკოინი „მთვარეზე გაფრინდება“.

ერიკის თქმით, ბიტკოინზე მოთხოვნა კვლავ იზრდება.

„ყოველდღიურად მასში მილიარდობით დოლარი იდება. 0.1-ი BTC-ც კი მთელი ქონება ღირდა“, - აღნიშნა მან.

ერიკმა თქვა, რომ შეზღუდული გამოშვების ვალუტაზე მოთხოვნა მიწოდებას აღემატება და ეს შეინიშნება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებშიც.