ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2024 წლის თებერვალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 77 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 7 მილიარდ ლარამდე.

ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ მიმდინარე წლის თებერვალში 687 მლნ ლარამდე შეადგინა, იანვარ-თებერვალში თვეში კი დაახლოებით 1.4 მლრდ ლარი.

რაც შეეხება ტრანზაქციების რაოდენობას, მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელდა 4.5 მლნ-მდე ტრანზაქცია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2024 წლის თებერვალში 530 ათასი ერთეული შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 8.3 მლნ ერთეულია.