აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას politico ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც დღეისთვის არის გამოცხადებული.

ოსტინმა დააკონკრეტა, რომ მასში შევა Patriot და NASAMS სისტემებისთვის რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები და საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო საბრძოლო მასალის „მნიშვნელოვანი რაოდენობა“.