ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას დაიწყო - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„პროექტის მიზანია, მალთაყვის დასახლებაში ზღვის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორიები გარდაიქმნას მრავალფუნქციურ სარეკრეაციო სივრცედ, რომელიც ყველა სეზონზე იქნება მიმზიდველი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

პროექტის ფარგლებში განსავითარებელი ტერიტორია მოიცავს 244.65 ჰექტარს და ფარავს მალთაყვის სანაპიროს, ტყე-პარკს, ოქროს, ვერცხლისა და თესეას ტბების მიმდებარე ზონებს, ასევე რიონის არხის ორივე სანაპიროს და ნიკოლაძის კუნძულს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.