ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„პროექტის მიზანია სარეკრეაციო სივრცის სრულად განახლება და მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლის მოწყობა.

ტერიტორიაზე, რომელიც 66.5 ჰექტარს მოიცავს, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“ - ნათქვამია ინფორმაციაში.