თბილისში 876 მილიონი ლარის ღირებულების სტადიონის ტენდერის გამოცხადების პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში UEFA-ს მეორე და მესამე კატეგორიის სტადიონების მშენებლობის ტენდერები გამოაცხადა. პროექტის თანახმად, სტადიონები ხელოვნურ საფარიანი იქნება და მათი მშენებლობა კონტრაქტის გაფორმებიდან 12 თვეში უნდა დასრულდეს.

გამოცხადებული ტენდერები შემდეგ ლოკაციებს მოიცავს:

  • ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი – 15.7 მლნ ₾;
  • წალკა, ბოლნისი – 10.4 მლნ ₾;
  • ბაღდათი, თერჯოლა, ქუთაისი – 15.5 მლნ ₾;
  • წყალტუბო, იანეთი, ხონი – 15.5 მლნ ₾;
  • ხაბუმე, აბაშა, სერგიეთი – 15.6 მლნ ₾;
  • გორი (ორი ლოკაცია) და მეჯვრისხევი – 15.0 მლნ ₾;
  • გურჯაანი, წნორი – 10.3 მლნ ₾;
  • ყვარელი, თელავი, ახმეტა – 15.5 მლნ ₾.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კონკურსები

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასევე გამოაცხადა რიგი კონკურსები, რომლებიც ითვალისწინებს სტადიონების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. მათი ღირებულება 1.1–1.5 მილიონ ლარს შორისაა, ხოლო შესრულების ვადა – 8 თვე.

კონკურსები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ბოლნისი – უეფას III კატეგორიის ახალი სტადიონის პროექტირება;
  • საჩხერე – არსებული სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტირება უეფას II კატეგორიის სტანდარტებით;
  • ტყიბული – ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და ახალი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება;
  • თელავი – არსებული სტადიონის დემონტაჟი და უეფას III კატეგორიის ახალი სტადიონის საპროექტო დოკუმენტაცია;
  • ლანჩხუთი – ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და ახალი, უეფას II კატეგორიის სტადიონის პროექტირება.

bm.ge