„ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების შემდეგ ფაქტობრივად ხელმეორედ დავიბადე“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ბარიატირული ქირურგიის პაციენტმა ლადო აფციაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ 100 კილოზე მეტი აქვს დაკლებული და ფაქტობრივად დაუბრუნდა იმ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციას, როგორიც 18 წლის ასაკში იყო.
„კომერსანტი“ ლადო აფციაურს ბარიატრიული ოპერაციამდე არსებულ პრობლემებზე და ოპერაციისშემდგომ რადიკალურად შეცვლილ ცხოვრებაზე ესაუბრა.
- როდის და რატომ გადაწყვიტეთ ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება?
- ოპერაცია გავიკეთე 2024 წლის 10 მაისს, რადგან ჩემმა წონამ მიაღწია პიკს, 230 კილო გავხდი და ამან დიდი საფრთხე შეუქმნა ჩემს ყოველდღიურობას, ჩემს ჯანმრთელობას.
დღეს კი ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ 117 კილო ვარ.
- როგორი იყო თქვენი ცხოვრება ოპერაციამდედა რა სირთულეებს აწყდებოდით?
- მთვარი სირთული იყო ის რომ ჭარბი წონა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს მიქმნიდა. ჭარბმა წონამ გამოიწვია ძილიანობა საჭესთან, უძილობა ღამით და ფაქტობრივად მჯდომარე მდგომარეობაში მეძინა. გამოიწვია ფეხების შეშუპება, უხასითობა და სახსრების ტკივილი.
გარდა ამისა, გამიჩნდა კომპლექსები, გარეთ უფრო და უფრო იშვიათად გავდიოდი. ყველაზე ეჭვი მქონდა და მეგონა რომ ყველა ჩემზე ჭორაობდა და ამბობდა თუ რა ცუდად გამოვიყურებოდი
- რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ოპერაციისთვის? - მთავარი მოტივაცია და მიზეზი რა თქმა უნდა იყო ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება. გარდა ამისა მესმოდა მუდმივად მსგავსი ფრაზები, რომ „ოპერაციის შემდეგ ხელმეორედ დავიბადე“ და მინდოდა ეს მეც განმეცადა. - რა ინფორმაცია მოიძიეთ ბარიატრიული ოპერაციის შესახებ? რატომ გია მოსიაშვილი და ნიუ ჰოსპიტალსი?
- ინფორმაციის მოძიება დავიწყე ინტერნეტით და ვნახე რომ ბატონ გია მოსიაშვილს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, ამის პარალელურად გამოვკითხე ჩემი მეგობრები ვინც ბოლო დროს ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და საბოლოოდ არჩევანი ნიუ ჰოსპიტალსზე გავაკეთე.
ჩავეწერე ბატონ გიასთან კონულტაციაზე და როდესაც მივედი უფრო მეტად დავრწმუნდი,რომ სწორ არჩევანს ვაკეთებდი. ოპერაციამდე და მის შემდეგ მთელი ნიუჰოსპიტალსის გუნდის მუშაობა ყოველდღიურად მარწმუნებდა მათ პროფესიონალიზმში და ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.
- როგორ წარიმართა ოპერაციის პროცესი და რამდენად რთული იყო ეს თქვენთვის?
- ოპერაციამდე 4 კილოს დაკლება მომიწია და მხოლოდ ეს იყო მთავარი მოთხოვნა, სხვა მხრივ ოპერაციამ ძალიან მარტივად ჩაიარა.
- რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ოპერაციის შემდეგ?
- პოსტოპერაციაული პერიოდი ეს არის საკუთარ თავთან ბრძოლა. აქ ვგულისხმობ ჩვენს ჩვევებს, რომელზეც ოპერაციის შემდეგ უარი უნდა ვთქვათ. ყველაზე მთავარია ფსიქოლოგიურად განვაწყოთ საკუთარი თავი, მაგალითად სურვილი მქონდა უფრო დიდი რაოდენობის წყალი და საკვები მიმეღო, თუმცა ამას ვერ ვახერხებდი, ფსიქოლოგიურად რთული იყო ახალი ჩვევების მიღება, თუმცა მთავარია საკუთარ თავს აჯობო და თუ ამას შეძლება, დაბრკოლების გადალახვა ბევრად მარტივდება.
- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ოპერაციის შემდეგ?
- ოპერაციის შემდეგ, როდესაც დაიწყო უკვე წონაში კლების პროცესი, მნიშვნელოვნად გამიუმჯობესდა ჯანმრთელობა. ოპერაციის შემდეგ მომეცა დიდი ხალისი, შეიცვალა ჩემი ყოველდღიური რუტინა, შეიცვალა ფაქტობრივად მთელი ჩემი ფსიქოლოგია, დავძლიე კომპლექსები და მართლაც ხელმეორედ დავიბადე.
- როგორ გრძნობთ თავს ახლა? რას ფიქრობთ თქვენს ძველ ვერსიაზე?
- ჩემს ძველ ვერსიას საერთოდ არ მინდა რომ ვუყურე, რადგან სინანულის გრძნობა მიჩნდება, რომ აქამდე მივედი და თუნდაც ეს ოპერაცია უფრო ადრე არ გავიკეთე.
- როგორ შეიცვალა თქვენი ჯანმრთელობა და ფიზიკური შესაძლებლობები?
- ჯანმრთელობის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, ფაქტობრივად ისეთი გრძნობა მაქვს, რომ 18 წლის ასაკში როგორც ვიყავი, დავუბრუნდი იმ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციას.
- რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ ბარიატრიულ ოპერაციაზე?
- რა თქმა უნდა, ვურჩევდი იმ ადამიანებს ვისაც ეს სჭირდებათ და ჯერ კიდევ ფიქრობენ, აუცილებლად გაიკითონ, რადგან ეს მათთვის თავიდან დაბადება იქნება. რაც მთავარია შეარჩიონ სწორი კლინიკა და ექიმი, როგორიც მაგალითად ჩემს შემთხვევაში ნიუ ჰოსპიტალსი აღმოჩნდა.