დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ.

რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, რას ისმენს მოსახლეობა დღე და ღამე: ცემა,ტყეპა, დაჭრები, ცემა, ტყეპა, დაჭერები და ახლა  აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას, თავისივე რიგებში, უკვე 13 წელია, უამრავი მოღალატე კორუფციონერი ჰყოლია და თურმე, ეს არ არის ხელისუფლების ბრალი. აბა ვისი ბრალია?! ვინ მოიყვანა ეს ქურდ-ბაცაცები, ვი დასვა ისინი მინისტრების სკამებზე და ვინ მისცა საშუალება, გაექურდათ საქართველო?! თავად ხელისუფლების წარმომადგენლები სვამენ ტოლობის ნიშანს კორუფციონერებსა და მოღალატეებს შორის და ამავდროულად, თბილისის მერად 4 ოქტომბერს ამწესებენადამიანს, ვის მიმართაც სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს!

ამიტომაცაა, რომ უკვე ბევრი ალაპარაკდა რევოლუციაზე ; - ქნება თუ არა, როგორი იქნება, როდის იქნება, მაგრამ აღარ განვმეორდები - ნებისმიერ შემთხვევაში, რევოლუციის წინაპირობს ქმნის ხელისუფლება.

რევოლუცია 4 ოქტომბერს იქნება თუ სხვა დღეს, - ეს იქნბა მხოლოდ ამ ხელისუფლების ბრალი, განსაკუთრებით კი იმათი, ვინც მათ რიგებშიც კი  ღვარძლით და გესლითგამოირჩევა.

არადა, ყველაფერი ძალიან მატივად შეიძლება მოგვარდეს, დასრულდეს დაჭერები, ცემა-ტყეპა და დალაგდეს ურთიერთობა როგორც უახლოეს მეზობლებთან, ასევე აშშ-სთან, ევროკავშირთან, აუმჯობესდეს ურთიერთბა ჩინეთან, ნდოეთთან და მთელ ცივილიზლ სამყარსთან. რატომაა ეს საჭირო?! იმიტომ, რომ დღეს ამ ქვეყნების ნაწილი თვლის, რომ ჩვენ ქვეყანას სუსტი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება ჰყავს, მეორე ნაწილი კი, მაგალითად, დასავლეთი, თვლის რომ მთლიანად არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, რომელმაც არჩევნები მოიპარა.

ამის გამო, ახლოესი მეზობლები კი ზემოდან გიყურებენ, შეიძლება ხვდებიან „ოცნების“ წარმომადგენლებს, ესაუბრებიან, ხანდახან ხელსაც ართმევენ, მაგრამ პოლიტიკურად, ზემოდან გიყურებენ, რადგან 2024 წელ „ოცნების“ მიერ ჩატარებლი არჩვნების ხარისხს და ესაბამისად, შედეგებს, ყველა ეჭვქვეშ აყენებს.

ხომ ხედავთ,  ხალხის გრძობები უკვე იქამდეა მისული, ერმანეთფიზიკური განადგურების სურვილს უკვე ღიად გამოხატავენ. ამ მდგომრეობის გაგრძელება დაუშვებელია! ამ სიძულვილის ფონზე, თუნდაც 5%-იანი შანსიც რომ არსებობდეს იმისა, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხბა, ეს 5%-იანი შანსიც კი უნდა იქნას განხილული, როგორც დიდი რისკ-ფაქტორი ამ ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქართველებს შორის ხოცვა-ჟლეტის თავიდან ასაცილებლად.

ხოლო ეს ყველაფერი, შინ თუ გარეთ, ერთი მარტივი გადაწყვეტილებით გასწორდება - გამოაცხადეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, გადაიტანეთ ქუჩის პროცესები საარჩევნო უბნებზე. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ამ სიტუაციის განმუხტვა!