დონალდ ტრამპი 7 სექტემბრის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო შეტევას გამოეხმაურა:

,,არ ვარ აღფრთოვანებული იმით, რაც იქ ხდება. მჯერა, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ. მაგრამ მე არ ვარ კმაყოფილი მათით. მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ამ ომთან არის დაკავშირებული. ძალიან მალე, მომდევნო რამდენიმე დღეში... რუსეთ-უკრაინის სიტუაცია. ჩვენ ამას დავასრულებთ" | აღნიშნა ტრამპმა და თქვა, რომ პუტინს „ძალიან მალე“ დაელაპარაკება.