მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს.

კანცელარიაში შეხვედრაზე არიან როგორც კანონპროექტის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრაზე მივიდნენ ბიზნესმენები თემურ ჭყონია, ზურა ჩხაიძე, ლაშა პაპაშვილი, თინა სტამბოლიშვილი, ირაკლი კვერღელიძე და სხვები.