ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვიდეომიმართვაში დასავლური სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის აღიარებას ეხმაურება. მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ ტერორიზმი წაახალისა, ხოლო ტერორისტებს უზარმაზარი ჯილდო გადასცა.

,,„მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს - თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორს. ეს არ მოხდება, პალესტინის სახელმწიფო იორდანიის დასავლეთით არ შეიქმნება" ,- ამბობს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ცნობისთის, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს, რასაც ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრი იტამარ ბენ გვირი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ეს დაუყოვნებლვ საპასუხო ზომებს მოითხოვს".